გიორგი ვაშაძე: დეკემბერში პენსიონერების საბანკო პროცენტები ჩამოიწერება, “ლიბერთი ბანკს” მონოპოლია აქვს

დეკემბერში პენსიონერების საბანკო პროცენტები ჩამოიწერება, “ლიბერთი ბანკს” მონოპოლია აქვს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, სესხის გაცემა 4%-ად შეიძლება, მაშინ როცა პენსიონერებს 36%-ად აძლევენ.

“ყველა პენსიონერს ვეუბნებით, რომ დეკემბერში თქვენი საბანკო პროცენტი ჩამოიწერება. ახლა ექსკლუზივი მიცემული აქვს “ლიბერთი ბანკს”, მონოპოლია აქვს. პენიონერს არ შეუძლია სხვაგან აიღოს სესხი, იძულებულია, რომ იქ აიღოს 36%-ად. დავთვალეთ საერთაშორისო აუდიტით, რომ 4%-ად შეიძლება სესხის გაცემა. ეს არის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები. ვაპირებთ, რომ სხვა ბანკებსაც ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რომ სესხი მისცენ და საბანკო სექტორის გაფართოებას ვაპირებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად