გიორგი ვაშაძე დავით უსუფაშვილს: გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოდი

ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლემა, პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “შენების მოძრაობის” ლიდერს დავით უსუფაშვილს “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” გამართული დებატების დროს.

“მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებას არავინ არ აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება და დაუბრუნდეს ხალხსო. არჩევნებზე როდესაც უპირისპირედები ქართულ ოცნებას და მისი კონკურენტი ხარ, ასევე პარტიები ხდებიან ერთმანეთის კონკურენტები”, – მიმართა გიორგი ვაშაძემ დავით უსუფაშვილს.

უსუფაშვილმა მას ჰკითხა: “რას მთავაზობ? შენთან შემოვიდე პარტიაში თუ სახლში დავრჩე?”

ამაზე ვაშაძე პასუხობს: “არა, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოდი. კოალიციის მექანიზმი გადავიტანოთ წესდებაში, შიდა ფრაქციულობა როგორიც ამერიკულ დემოკრატიაშია, იმ ტიპის შემოვიტანოთ და ასე წავიდეთ არჩევნებზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უსუფაშვილი კი პასუხობს: “საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ვიყავით ერთმანეთის კონკურენტები, მაგრამ სულ სხვა ტიპის არჩევნებია საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც 150 მანდატია ასარჩევი. თუ “შენების მოძრაობის” წონა არის 8 მანდატი, ამ 8 მანდატს მე ცალკე ავიღებ და ხელში დავიჭერ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვაშაძემ კი უპასუხა: “მაგის დრო ან იქნება, ან არა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად