გიორგი ვაშაძე: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი გავხდები

“დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი გავხდები”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დიახ, დარწმუნებული ვარ. სერიოზული განაცხადია და დიახ 2020 წლის არჩევენების შემდეგ მოსული მთავრობის პრემიერი გავხდები.

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს და დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხალხი გვიერთდება. ის პოზიტიური ენერგეტიკა და მუხტი, რომელიც დღევანდელი დღით შევიტანეთ, არის მნიშვნელოვანი გამარჯვების ქვაკუთხედი, რაც გვექნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რანაირად, როცა ოპოზიციას სძინავს? – გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ “მე არ მძინავს, დრე და ღამე ვმუშაობ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად