გიორგი ვაშაძე: ჩვენთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

„ერთობა – ახალი საქართველოს თბილისი მერობის კანდიდატი ამომრჩეველს მიმართავს. გიორგი ვაშაძის თქმით, მისი გუნდისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა იცოდნენ რამდენი ადამიანია საქართველოში, ისეთი ვისაც განვითარება და წინსვლა უნდა. მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და პოპულისტურ განცხადებებზე აღარ გაიყიდებიან.
 

„მოგვეცით ხმა იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული რეალობა. მოგვეცით ხმა ისმითვის რომ თბილისი გახდეს ლიდერი ქალაქი. ჩვენთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. გვინდა ვიცოდეთ საქართველოში რამდენია ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა სიახლე, ვისაც უნდა წინსვლა და ვისაც უნდა განვითარება. ჩვენ განსხვავებული პროგრამა შევთავაზეთ ამომრჩეველს , ყველა გვეუბნებოდა რომ ეს არ იმუშავებს მაგრამ ფაქტია, რომ ამან გამოიწივია სერიოზული ცვლილებები პოლიტკურ ლანდშაფტში. ბოლო ეტაპმა ცალსახად გვაჩვენა, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და ტყუილი გამოდგა გაჟღერებული პესიმიზმი და აგდებული საუბარი იმაზე, რომ ხალხი შეპყრობილია სრული აპათიით და არ აინტერესებს სერიოზული პოლიტიკური მესიჯები, არ აინტერესებს წინასაარჩევნო პროგრამა, ორიენტირებულია იაფასიან გამორჩენაზე და მერკანტილური ინტერესით უყურებს არჩევნებს. ეს სიცრუეა. ხვალ გადაწყდება მომავალი და გადაწყდება გვინდა თუ არა წინსვლა.

ჩვენ გაცილებით ნაკლების მოლოდინი გვქონდა, თუმცა რელობა მოლოდინზე მაღალია, ეს კი განაპირობა იმან რომ ჩვენ სწორი გზა ავირჩეთ“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...