გიორგი ვაშაძე: ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, იყო “ნაცმოძრაობაში” ყოფნის 2018-2020 წლები

“ვფიქრობ, რომ ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა რომ მას შევცვლიდით. აქედან გამომდინარე ვამბობს, რომ მისი გასწორება არ იქნება.”

ამის შესახებ “სტრატეგია აღმშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს არ აძელვს, რადგან ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არც სურს, რომ დაინახოს.

“მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც ახლა აძლევს არასდროს ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს “ნაცმოძრაობაში”. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა რომ დაინახოს, არავის არ უნდა რომ მისცეს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, განვითარების პერსპექტივა “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც არაერთხელ. ვფიქრობ, რომ ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა რომ მას შევცვლიდით. აქედან გამომდინარე ვამბობს, რომ მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, პირდაპირ გეუბნებით, მინდოდა, მისი როლი სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ რეალობა არის ეს. ამიტომ მე და ჩემს გუნდს რაზეც არ გვაქვს გავლენის შესაძლებლობა, იმაზე გავლენას ვერ მოვახდენთ” -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...