გიორგი ვაშაძე: ჩემ თავს პარლამენტში ვერ ვხედავ

მე მაგალითად დეპუტატის მანდატი არ მაინტერესებს”- „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

კითხვაზე, სურს თუ არა პრემიერ-მინისტრობა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს თვითმიზანი არ არის.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მხარდამჭერები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვარ, საერთო ენას მოვძებნით. ჩვენს საპირწონეზე ის კი არ დგას, ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ იქნება კანდიდატი, მაჟორიტარული კანდიდატობა ხომ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ურთულესი სამუშაო მოდით ასე შევხედოთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გამარჯვების ფორმულას ვდებთ. მე მაგალითად დეპუტატის მანდატი არ მაინტერესებს, ჩემ თავს მე პარლამენტში ვერ ვხედავ. მაჟორიტარი ვიქნები თუ არა გუნდი გადაწყვეტს.”-ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად