გიორგი ვაშაძე ჩანაწერზე: ახლანდელ გამოძიებას რა აზრი აქვს?! არჩევნების მერე მივხედავთ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის არ აპირებს ამ ეტაპზე, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიმე საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვას.

 

მისი თქმით, ის გამოძიებას არ ენდობა.

ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთეთ ტელევიზიებთან გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც თითქოს თქვენ და მიხეილ სააკაშვილი საუბრობთ სავარაუდო რევოლუციური სცენარის დაგეგმვაზე. მთლიანად გამორიცხავთ ამ ჩანაწერის ავთენტურობას?

შეუიარაღებელი ყურითაც კარგად ისმინება, რომ ამ დიალოგში ეს ორი ხმა ერთმანეთს არ ელაპარაკება საერთოდ. სრულიად სხვადასხვა თემებზეა საუბარი საერთოდ.

თუ შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, თქვენი ხმა  დამონტაჟებულია თუ არ არის საერთოდ თქვენი ხმა?

ეს არის რაღაც მონტაჟი, რაღაცა ხმებია აღებული, და მერე სინქრონული თუ რა ჰქვია, მონტაჟურად არის რაღაც გაკეთებული.

ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არ არის, მხოლოდ სოციალურ ქსელში არ გავრცელებულა, გავრცელდა მედიასაშუალებებშიც.  ხომ არ აპირებთ კვლავ შეიტანოთ სარჩელი  რომელიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ? ამ რამდენიმე დღის წინ არასწორი ინტერპრეტაციის ბრალდებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შეუტანეთ საჩივარი, ხომ არ აპირებთ ამაზეც მოითხოვოთ რაიმე ზომის მიღება?

არ ვიცი უბრალოდ, შევხედავთ. აქ ეთიკის ქარტიაში შეტანა ნაკლებად მიზანშეწონილია და აზრი რა არის ხო? ერთადერთი უნდა მიხვიდე და გამოიძება მოითხოვო  ყალბ მონაცემს ვინც ავრცელებს იმასთან დაკავშირებით და აზრი?  დღევანდელ დღეს ხომ სიტყვა გამოძიებამ შინაარსი დაკარგა, დღევანდელი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები არაფერს არ იძიებენ?

საქართველოს  გამოძიებას თუ არ ენდობით, სხვა ბერკეტებიც არსებობს, დამოუკიდებელი ექსპერტიზა და საერთაშორისო დონის ორგანიზაციები. არ აპირებთ სამართლებრივ რეაგირებას?

კი, კი, მე  ერთადერთი შევეცდები და  ვიკითხავ უკრაინაში,  რამდენად შესაძლებელია, რადგან მითითებულია თოთქოს უკრაინულ საიტზე გავრცელდა ეს ყველაფერი, რამდენად შესაძლებელია ამის გამოძიება უკრაინაში. თუმცა, მეეჭვება ეს საიტი უკრაინული იყოს. ალბათ, ჩემი ვარაუდით, ეს უფრო რუსული საიტი იქნება საიდანაც ვრცელდება, იმიტომ რომ შეიმჩნევა ქართული მთავრობა რუსეთთან კავშირში.

შევეცდები მოვიძიო რამდენად შესაძლებელია უკრაინაში მოხდეს ამ საკითხის გამოძიება.

რამდენიემ დღის წინ წინ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას ჩანაწერში ხმები ავთენტურია.  მე როგორც ვადევნებდი თვალყურს, განსაკუთრებული პროტესტი არ გამოგითქვამთ ამაზე. თუკი ოფიციალური უწყება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თული შსს-ს განცხადება ტყუილია, არც ამაზე აპირებთ რეაგირების მოხდენას?

ამას უკვე არჩევნების მერე მივხედავთ, დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ საგამოძიებო ორგანოებთან რაიმე ტიპის გამოძიებაზე საუბარს აზრი არ აქვს ხომ?

მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერს რაც შეეხება, მიხედავს, გადაწყვეტს რა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ჩემს ჩანაწერს მგონი, იმდენად დღესავით ნათელია რომ ეს მონტაჟია, აბსოლუტურად ხმები სხვადასხვა ტემბრით, მგონი ყველამ კარგად გაიგო, რომ ეს სრული ზღაპარია, ამ ჩანაწერებში.

მთავარი საზოგადოებრივი აზრია ამ შემთხვევაში, დანარჩენი სამწუხაროდ, იმ რეალობაში ვართ , როცა ასეთი მანიპულაციები საარჩევნო თვალსაზრისით ძალიან ბევრია

თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს საგამოძიებო ორგანოები გაკეთილშობლდებიან და  უკეთესები გახდებიან?

ჩვენ სპეციალურად ამისთვის, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. იმიტომ რომ გვინდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო ჩამოვაყალიბოთ. სუსი გაუქმდება, დამოუკიდებელ საგამოძიებო ბიუროს და პროკურატურის ხელმძღვანელებს შეარჩევს სამოქალაქო სექტორი და უცხოელ ექსპერტთა საბჭო. სრულ დეპოლიტიზაციას მოვახდენთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანოები, რომელზეც პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობა არ ექნება არცერთ პოლიტიკურ ძალას.

 

 

მსგავსი სიახლეები

გიორგი ვაშაძე: ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას

გაერთიანებული ოპოზიცია, "ძალა ერთობაშია" მოითხოვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციიდან მოიხსნას.

ვაშაძე: მამუკა ბახტაძისა და კახა კალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას!

გაერთიანებული ოპოზიცია, "ძალა ერთობაშია" მოითხოვს, სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციიდან მოიხსნას. ასევე მიმართავენ…

ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დრო…

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის…

ვაშაძე: ჩვენ კონსულტაციები გვექნება სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის…

"ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ მათი მოსაზრებებიც…

ვაშაძე:არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ ალბათ,მსოფლიო…

"რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სააღჩვნო…

ვაშაძე: ჭარბვალიანობის აღმოფხვრის იდეა ჩვენ გვეკუთვნის, “ოცნებამ” ჩვენგან…

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე…

ვაშაძე: ჩვენ ახლა უბრალოდ ”შავ ხვრელში” ვასხამთ ამ ფულს, რატომ?! იმიტომ,…

პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში…

ვაშაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ჩვენ პერსონალური ძალადობის წინააღმდეგები ვართ

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, "ძალა ერთობაშიას" წარმომადეგნელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ იცის, რაზე…

ვაშაძე: “ქართული ოცნება” უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და გადავიდნენ…

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" და გადავიდნენ ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა…

ვაშაძე: ივანიშვილს უნდა საქართველო გადაიფორმოს თავის თავზე,ნორმა და კანონი არ…

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში,კანონი არის კანონი,რომელსაც უნდა ასრულებდეთ…
კომენტარები
იტვირთება...