გიორგი ვაშაძე: ბიძინას და მიშას თავისი ადგილი მივუჩინოთ – ხელისუფლების ცვლილების სხვა გზას ვერ ვხედავ

“ჩვენ არ შევდივართ კილნკალობასა და გარჩევაში, ვინ ვისზე უარესია. ჩვენ მივუთითებთ პრობლემაზე, ხალხის გაჭირვებაზე, ვალებზე, საპენსიო სესხებზე, უმუშევრობაზე და მივუთითებთ აქედან გამოსავლის გზებზე. ეს ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკაა, რომლის კეთებაც ჩვენ დავიწყეთ და საპარლამენტო ტრიბუნას ვიყენებთ სწორედ ამისთვის”.

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტვ “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა და განმარტა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტებისა და ინდივიდების მესამე ცენტრად გაერთიანების გარეშე ხელსიუფლების ცვლილება ვერ მოხდება.

“ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის დროს. ოპოზიციოურმა პარტიებმა, რომელიც არ არის “ნაციონალური მოძრაობასთან” და პრორუსულ ძალებთან, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოვნახოთ თანამშრომობის საერთო ენა, ჩამოვაყალიბოთ მიზიდულობის სხვა ცენტრი და ხალხს შევთავაზოთ ახალი არჩევანი – არჩევანი არა აწმყოსა და წარსულს შორის, არამედ აწმყოსა და მომავალს შორის, არჩევანი არა შიმშილსა და რევანშს შორის, არჩევანი არა მიშასა და ბიძინას შორის, არამედ არჩევანი, რომ ბიძინას და მიშას თავისი ადგილი მივუჩინოთ ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ახალი თაობის განვითარება. მე ამის მჯერა, ხელისუფლების ცვლილების სხვა ფორმულას ვერ ვხედავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გამოვიდეს. გამოვა ეს თვითმმართველობის არჩევნებამდე? – ძალიან კარგი. არ გამოვა? – იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ამის გარეშე ცვლილება არ იქნება. სწორედ ეს მესამე ცენტრი და ძალები უნდა იყოს ხალხის ხმა. ვამბობ, ყველა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ძირითად პარტიებზე და ინდივდებზე. ჩვენ არ შევდივართ კინკლაობასა და გარჩევაში, ვინ ვისზე უარესია. ჩვენ მივუთითებთ პრობლემაზე, ხალხის გაჭირვებაზე, ვალებზე, საპენსიო სესხებზე, უმუშევრობაზე და მივუთითებთ აქედან გამოსავლის გზებზე. ეს ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკაა, რომლის კეთებაც ჩვენ დავიწყეთ და საპარლამენტო ტრიბუნას ვიყენებთ სწორედ ამისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...