გიორგი ვაშაძე: ბარამიძე მარტო ლანძღვა-გინებით რომ გამოირჩევა, ხალხისთვის ერთი შეთავაზება გაუკეთებია?!

ბარამიძე მარტო ლანძღვა-გინებით რომ გამოირჩევა, ხალხისთვის ერთი შეთავაზება გაუკეთებია?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც მკითხველს დღეს გვიან საღამოს შევთავაზებთ.

“რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის დატოვებას, მე იქ ვიყავი ცალკე პოლიტიკური სუბიექტი პარტია „ახალი საქართველოს“ სახით და როგორც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას, ისე იქნებოდა. აქაც მომბეზრდა კულუარებში ბრძოლა, საქმის კეთების ნაცვლად მუდმივად ჭიდაობა, ფეხის დადება და ა. შ”, – ამბობს ვაშაძე.

კითხვაზე, ერთპარტიული მმართველობისკენ სვლა იყო კოალიციაში? – პასუხობს:

“ერთპარტიული კი არ იყო, არამედ ეს იყო ვიწრო კლანი, რომელსაც ძველი დიდებიდან შერჩენილი აქვს რაღაც მხარდაჭერა და იბრძვის საპარლამენტო მანდატებისთვის. ასეთია ბარამიძეც და აბსოლუტურად ყველა. რომელს რა გაუკეთებია უახლეს საქართველოს პოლიტიკაში ცალკე აღებულს?! რამე ინიციატივით გამოსულან როდესმე? რამე პროექტი შეუთავაზებია ამ ადამიანებიდან ბევრ მათგანს ქართული საზოგადოებისთვის?! ბარამიძე თავიდანვე მახსოვს, როგორ ეწინააღმდეგებოდა პროექტ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და თურმე მე პრეზენტაციები არ უნდა გამეკეთებინა და ხალხთან არ უნდა მესაუბრა აღმშენებლობის პროექტებზე, რომელსაც ერთად ვაპირებდით.

1 ოქტომბრიდან მოყოლებული არცერთ შეხვედრაზე რომ არ დადიოდნენ დემონსტრაციულად?! რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებოდნენ. ნებისმიერ სიახლეს ეწინააღმდეგებიან და ამოვიდა ყელში.

მაგათ მეტი საქმე კი არ აქვთ. ოთახში დასხდებიან და ერთმანეთის ჭიდაობაში სიამოვნებას იღებენ. ეს არის ზუსტად, რომ აბსოლუტურად გამოცლილი აქვს შინაარსი იმ ადამიანებს, ვინც დარჩნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი პრეზენტაცია მაინც გაუკეთებია ბარამიძეს?! ან ერთი შეთავაზება მაინც გაუკეთებია ხალხისთვის, მარტო ლანძღვა-გინებით რომ გამოირჩევა?! ამოვიდა ყელში. 2 თვეა მაგათ სისულელეებს, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. ხომ არ შეიძლება ასე ბოლოსდაბოლოს?!” – გვითხრა გიორგი ვაშაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად