გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას პარლამენტში პიჯაკი შემოახიეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. როგორც გიორგი ვაშაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა.

“ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო,” – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...