გიორგი ვაშაძე: არცერთი ხმა ქოცხროვას – აი, ეს იქნება კამპანია!

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაიწყება კამპანია, რათა მათ ვერცერთი ხმა ვერ მიიღონ.

“ჩვენსკენაა სიმართლე, სკამებს გამოკიდებულო ქოცებო – დატოვეთ თანამდებობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ხართ თანამონაწილე იმ უკანონობის, რაც ახლა ხდება. ყოველი დარტყმა თქვენი, ჩვენ გვაძლიერებს.

გეშინოდეთ დღეც და ღამეც იმის, რასაც ჩვენ პასუხად დაგიბრუნებთ. ერთი რამ იცოდეთ, ჩვენ კანონს ვერ დაგვარღვევინებთ. მაგრამ ჩვენ ვიქნებით კანონიერად პრინციპულები მშვიდობიანები…”-ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

შეგახსენებთ: ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად