გიორგი ვაშაძე: არა მარტო უფასო, ფასიანი ტესტებიც არ არის ხელმისაწვდომი

ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა.

„ერთი თვით სანახევროდ დავკეტეთ რაღაცები, ერთ თვეში გაქრება ეს ვირუსი? მე გადამტანმა ვიცი რომ არ გადავცე ჩემი ოჯახის წევრს? არ ვიცი. არა მარტო უფასო, ფასიანი ტესტებიც არ არის ხელმისაწვდომი. იქაც კი რიგებია და ამისთვის უნდა ყოფილიყო დრო გამოყენებული. მხოლოდ შეზღუდვები არ გვიშველის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს უვადო შეზღუდვების ფაზაში ყოფნას, მე გავაკეთებდი ასე: ორი კვირა ტოტალური შეზღუდვა, გადატესტვა მთელი ქვეყნის, გამოვლენა მაქსიმალურად ინფიცირებულების, სახლში თვითიზოლაციაში მოთავსება, მკურნალობა და ასეთ შემთხვევაში ვიცი, როდის გავხსნი მთლიანად ეკონომიკას და ქვეყანას”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად