გიორგი ვაშაძე: არ ვაპირებ თავი მოვიტყუო, კიდევ იყო რამის შანსი და შესაძლებლობა

"ყველას ვუთხარი, ნუ მოვიტყუებთ თავს. მე არ ვაპირებ თავი მოვიტყუო, რომ კიდევ არის რამის შანსი და კიდევ იყო რამის შესაძლებლობა. პირადპირ გეტყვით, დავამთავროთ წარსულზე ლაპარაკი, მნიშვნელოვანია რა იქნება ხვალ და ხვალ იქნება ძალიან მაგარი პერსპექტივა ამ ქვეყნისთვის", – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"მე მჯერა იმ არაერთ განათლებული ახალგაზრდის თუ უფროსი თაობის ადამიანის, ვინც ჩაერთვება ამ სრულიად ახალ პროცესში. მე მჯერა საქართველოს მომავლის. ახალმა სტანდარტებმა პოლიტიკაში და ახალმა პოლიტიკურმა სექტრმა შეიძლება თავიდან ბოლომდე შეცვალოს ის გარემოება, რა გარემოებაშიც ვართ ჩვენ", – განცხადა ვაშაძემ. 

ცნობისთვის, დღეს გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...