გიორგი ვაშაძე: არ მეგულება სხვა ადამიანი, ისე კარგად ესმოდეს მიხეილ სააკაშვილის, როგორც მე (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობა“ არის წამყვანი ოპოზიციური ძალა, რომლიდანაც მოვდივარ მეც. როცა გაერთიანებული ოპოზიცია მათთან ერთად გავაკეთეთ, შემთხვევით კი არ გავაკეთეთ, ღირებულებით თანხვედრა მაქვს“ – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა

„მინდა მიხეილ სააკაშვილის დიდი მადლობა ვუთხრა, ჩემთან დაკავშრებით არაერთხელ უთქვამს პოზიტიური სიტყვები, თუნდაც პრემიერობასთან დაკავშრებით.

მე და სააკაშვილის იმდენი საერთო გვაქვს და იმდენი სინერგია გვაქვს ქმედებებში, იმ იდეებში რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში.მე რასაც ვასხივებ დღეს, მე ვარ ის თაობა ადამიანების, 23-25 წლის ვიყავი როცა მიხეილ სააკაშვილმა მომცა შესაძლებლობა, ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ქვეყანაში.
მე არ მეგულება სხვა ადამიანი, ისე კარგად ესმოდეს მიხეილ სააკაშვილის შორიდან, როგორიც მე ვარ და დარწმუნებული ვარ, ასე ესმის ჩემი” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად