გიორგი ვაშაძე: ახლა შემომასევენ ქოც ტროლებს, ამისთვის სულ აქვთ დრო

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, დღეს „ტვ პირველზე“ ვახო სანაიას დღის ამბებში განაცხადა.

“აღარ ვიცი რა ვქნა იმიტომ, რომ მართლა პირველი ვიყავი პოლიტიკოსებს შორის, ვინც აბსოლუტური მორატორიუმი გამოვაცხადე კრიტიკაზე და ვთქვი, რომ ახლა კრიტიკის დრო არ არის და შევთავაზე პირდაპირ ხელისუფლებას, რომ მზად ვიყავი სადაც იტყოდნენ მივსულიყავი და ჩავრთულიყავი, მაგრამ ამდენ არასწორ გადაწყვეტილებას როცა ვხედავ, რომელიც გვიმძიმებს ყოველდღიურ ვითარებას როგორ არ ვილაპარაკო?! ახლა შემომისევენ ქოც ტროლებს, ამისთვსი ყოველთვის იცლიან და იწყებენ ქილიკს რაღაც საკითხებზე.

არ ვეთანხმები საგანგებო ვითარების გამოცხადებას. ერთის მხრივ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კონტროლსქვეშაა, მეორეს მხრივ, ამბობენ საგანგებო ვითარაება უნდა გამოვაცხადოთო. რატომ ხალხო? კიდევ არ ვეთანხმები, რომ ტესტირება არ არის პანაცია. სწრაფი ტესტი პანაციაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის და ყვირის უკვე ყოველ დღე, რომ სწრაფი ტესტირება, სწრაფი დიაგნოსტიკა და სწარფი იზოლაციაა მთავრი. სამხერეთ კორეას რომ გაიძახიან, სწორედ სწრაფი ტესტების დანერვის შესაძლებლობით, 15 000 კაცს უკეთებენ დღეში ტესტირებას. ამერიკაში და კორეაში ერთი და იმავე დღეს, 20 იანვარს აღმოჩნდა კორონა ვირუსი. სამხრეთ კორეას არც რესტორნები დაუხურავს, არც საგანგებო გამოუცხადებია, არც ბიზნეს საქმიანობა შეუზღუდავს. ერთადერთი სკოლებთან დაკავშირებით და მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მიიღო გადაწყვეტილება.

2500 კაცამდე გვიზის კარანტინშიო, ამ ადამიანებს ტესტი არ აქვთ ჩატარებული, თოთხმეტი დღე რატომ სხედან კარანტინში. იმიტომ, რომ ელოდებიან არ გამოვლინდეს სიმპტომები, ტესტირების მექანიზმი, რომ გვქონდეს დაიტესტებოდა ეს ხალხი, ვისაც აქვს გამოვლინდებოდა, ვისაც არა და გაუშვებდნენ, დამთავრდა.“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად