გიორგი ვაშაძე: ადრე თუ გვიან, მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვასაძის განცხადებით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს არ და ვერ განიხილავს.

როგორც გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ოპოზიცია მუდმივად ღიად ემიჯნებოდა ძალისმიერ მეთოდებს.

“რევოლუციურ სცენარს ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები არასდროს არ განიხილავენ და ვერც ვერასდროს  განიხილავენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ, სადაც ყველას მოვუწოდეთ მშვიდობიანი მოქმედებებისკენ და წინასწარ ვთქვით, რომ ძალადობაში არ ვმონაწილეობთ და თუ ვინმე მონაწილეობას მიიღებს, ის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით ვერცერთ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს.

თუ პროცესი იმდენად ჩიხშია, რომ ავტორიტარული ხელისუფლება ხალხს არ უსმენს და მძიმე ვითარებაა, ეს თავისით ხდება იმ ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, იგივე ყირგიზეთის მაგალითი ავიღოთ ან სხვა ქვეყნები. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესი არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ნორმალურად ხდებოდეს ხელისუფლების ცვლილება. ამ ფუნდამენტური უფლებების დაკარგვაზეა ახლა საუბარი

ადრე თუ გვიან მივალთ შეთანხმებამდე, მოუწევს “ქართულ ოცნებას” ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. მესმის, რომ გაჯიუტებულია, არაფრის დათმობა არ უნდა და ამბობს, რომ ვიქნები ჩემთვის, მარტო, არაფერსაც არ დავთმობ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. როგორც გასულ წელს შეთანხმებას მივაღწიეთ 8 მარტის დოკუმენტით, იმედი მაქვს, რომ ისეთივე ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის პუნქტი, რაზეც შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად