გიორგი ვაშაძე: 9-წლიანი გაჭედილი დიქოტომიის დარღვევა ძალიან რთულია, რადგან ეს ვითარება უკვე ქვეცნობიერშია გადასული

როცა ბრძოლაში მიდიხარ, რაღაც უპირატესობა უნდა გქონდეს და ჩვენი უპირატესობა არის ტემპი, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ჩვენ ახლა მაღალი ტემპი უნდა ავკრიფოთ და ვფიქრობ, ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს, იგივე მუშაობის პროცესში, იქნება ეს პარლამენტში, რეგიონებში თუ აბსოლუტურად ყველგან, მთელ საქართველოს უნდა მოვედოთ. ის ხალხი, ვინც თავს მესამე ძალის ცენტრში წარმოიდგენს, უნდა ვესაუბროთ ხალხს, დავანახოთ, რომ რეალური ალტერნატივა არის, ძლიერი გუნდი ვართ, ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია, რაც ერთხელ უკვე ვაჩვენეთ, რომ დამოკიდებული არ ვართ სხვების გადაწყვეტილებებზე.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დამოუკიდებელი ტიპაჟები და პოლიტიკოსები ვართ ქვეყანაში, მაგრამ ხალხთან ბევრი მუშაობა გვჭირდება. 9-წლიანი გაჭედილი დიქოტომიის დარღვევა ძალიან რთულია, რადგან ეს ვითარება უკვე ქვეცნობიერშია გადასული, მაგრამ უნდა შევეცადოთ და იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ. მე მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...