“გიორგი უფრო გამხდარია” – კალაძის პასუხის ბიბილაშვილის კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და გახარიას შორის

“გიორგი უფრო გამხდარია” – ასეთია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის პასუხის “ლელოს” კანდიდატის ანა ბიბილაშვილის კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას შორის.

“ეს არის ერთი ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა სერიოზული პრობლემა, რომელმაც უღალატა ადამიანებს. კითხვა მაქვს მათთან ასეთი, რა განსხვავებაა მათ შორის?” – მიმართა კითხვით ანა ბიბილაშვილმა კახა კალაძესა და გიორგი გახარიას.

კალაძის პასუხი ასეთია: “გიორგი უფრო გამხდარია. არასერიოზული შეკითხვაა.

შემიძლია ქალაქზე ვილაპარაკო. მეამაყება, რომ გვაქვს შესაძლებლობა თბილისელებმა ისარგებლონ ახალი, ევროპული ავტობუსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პარალელურად ინფრასტრუქტურამ უნდა აუბას მხარი, ამისათვის აუცილებელია შესაბამისი საავტობისო ზოლების გაკეთება დედაქალაქში. ასევე მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღების აშენება”, – თქვა კალაძემ.

ანა ბიბილაშვილმა კი უპასუხა, რომ მან აღწერა პარალელური თბილისი და თბილისის მერია ურბანისტებისგან დაცალა მან.

კომენტარები
იტვირთება...