გიორგი ტუღუში: “გაზპრომი” ნიშნავს უარის თქმას სახელმწიფოებრიობაზე

„გაზპრომი“ პირდაპირ გეტყვით, რომ არის მხუთავი აირი, რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში წაგვართვას სახელმწიფოებრიობა“, – განცახდა ყოფილმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა „გაზპრომთან“ დაკავშირებით.
 

„ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ საქართველოს და მის მოსახლეობას გავაგებინოთ რაოდენ დიდი საფრთხეა „გაზპრომი“ და რუსული გაზი. ჩვენ ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. დღეს მთელი მსოფლიო, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ცდილობს, რამენაირად თავი დააღწიოს „გაზპრომის“ გავლენას. აქ არ არის საუბარი მარტო გაზზე. „გაზპრომი“ არის პოლიტიკური იარაღი. როდესაც შენ ხდები დამოკიდებული რუსულ აირზე და მერე ფიქრობ იმაზე, რომ ზამთარში შეიძლება გაიყინო, თუ რუსები არ მოგცემენ გაზს. ამას შემდეგ მოჰყვება დამატებითი პაკეტი, რასაც რუსეთი მოითხოვს შენგან. ეს არის უარის თქმა სახელმწიფოებრიობაზე და გარდა ამისა, მისი ძვირიანი გაზის შეძენა. აქიდან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ რაიმე სახის ურთიერთობა უნდა გვქონდეს „გაზპრომთან“ წარმოუდგენელია. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო უკეთესი გაზი. ის არ არის მხუთავი და არის უფრო იაფი. გაზის მილს შეიძლება ბომბი არ გამოყვეს, მაგრამ გამოყვება პუტინი“,- განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიის წინ „გაზპრომზე“ ენერგოდამოკიდებულების გაზრდის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად