გიორგი ცუცქირიძე: ნათია თურნავასგან ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რომ მათ სახე მთლიანად დააკარგინა

ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის გამოსვლა პარლამენტში ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.

“მორიგი მასტერკლასი ოპოზიციას ნათია თურნავასაგან, ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

„საპარლამენტო ოპოზიცია რისი ოპოზიცია იქნებოდა, დღევანდელი პლენალური სხდომა, წინასაარჩევნოდ არ გამოეყენებინა და მისთვის დამახასიათებელი აგრესიულ და ცილისწამებლურ სტილში არ დაესვა კითხვები. ამ კითხვების პათოსიც ადასტურებს ნაცოპოზიციის, ნაციონალების და ევსაქების ერთ იდეურ პლათფორმას. სხვას რას უნდა მივაწეროთ სკანდალურ და სენსაციურ შეფარილობაში გატარებული შეკითხვების ლაიტმოტივი, თითქოს ხელისუფლება ემიგრანტების ქვეყანაში შემოსვლას შერჩევით, მათი პოლიტიკური სიმპათია- ანტიფათიათი ახორციელებს, რაც სრული აბსურდია. კიდევ უფრო დიდი აბსურდია ახლა იმაზე პედალირება თუ პანდემიის საწყის ეტაპზე, რატომ განახორციელა მთავრობამ ლოქდაუნი, დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო შეფასებით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იყო ეფექტური, რაზეც გამოყოფილი სოლიდური საერთაშორისო დახმარების პაკეტიც მეტყველებს და სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, მეორე ტალღა ყოველგვარი ლოქდაუნის გარეშე გავიაროთ“, – განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ოპოზიციის აბსურდულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით, „თამამად უნდა ითქვას, რომ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას ნათია თურნავამ ინტერპელაციის მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად