გიორგი ტყემალაძე: პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მიწისზედა პარკინგის მოწყობის საკითხი არ განიხილება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თითქოს პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე, მიწისზედა პარკინგი უნდა აშენდეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, განკარგულებაში, რომელიც საკრებულომ მიიღო, ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია, კონკრეტულ კომპანიას, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, მიწისზედა მშენებლობის უფლების გარეშე გადაეცემა.

ჩვენ დღეს ვიღებთ ცვლილებებს, რომლებიც არანაირად არ გულისხმობს ასეთი მშენებლობის დაწყებას. აქ საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 150-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის ნაცვლად,  110-ადგილიანი აშენდებასამართლებრივადაც და კანონმდებლობითაც აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნება შემხებლობაში იმ პირობის ცვლილებასთან, რომელიც ითვალისწინებს მიწისზედა მშენებლობას. კონკრეტულ კომპანიას ნამდვილად ჰქონდა ოფიციალური მოთხოვნა და სურვილი ამ ადგილას მიწისზედა პარკინგი მოეწყო, თუმცა მუნიციპალიტეტმა მათ ამ თხოვნაზე უარყოფითი პასუხი გასცა,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკრებულო დღევანდელი გადაწყვეტილებით, მიწისზედა პარკინგის მოწყობის საკითხს საერთოდ არ ეხება. მისივე თქმით, თუკი მომავალში, ეს საკითხი ისევ იქნება აქტუალური, საკრებულო მას აუცილებლად განიხილავს და ქალაქის მოთხოვნების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად