გიორგი ტყემალაძე ლევან ხაბეიშვილს: ლევან, შენი ფანტაზიის უნარით გაოცებული ვარ!

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს დასძინა რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ბიზნესგეგმად გადაიქცა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა:

“ლევან, შენი ფანტაზიის უნარით გაოცებული ვარ. გასაგებია, ცდილობ უარყოფით კონტექსტში გადაიტანო. მართალი გითხრა, თოლიასთან დაკავშირებით ზონის ცვლილებაზე შენგან გავიგე, ახსენე, რომ ერთ ლარად გადაცემულია. ეს არის შენი სიმართლის ტიპური მაგალითი. ეს არის გასხვისებული ტერიტორია, 2 მილიონ 400 ათას ლარად ნაყიდი ტერიტორია”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამ განცხადებების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა და საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ იკამათეს.

რევაზ სოხაძემ ლევან ხაბეიშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ლევან ხაბეიშვილი კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ მას სწორი დოკუმენტაცია ჰქონდა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე დასძინა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ბიზნესგეგმად გადაიქცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...