გიორგი ტყემალაძე: k-2 კოეფიციენტის აკრძალვა არის დროული და სწორი გადაწყვეტილება

ასე აფასებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ახალ ინიციატივას სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

“k-2 კოეფიციენტის აკრძალვა არის დროული და სწორი გადაწყვეტილება. თბილისელების დიდი ტკივილი გახლდათ მშენებლობებთან დაკავშირებული მოცულობები. შესაბამისად ჩვენ გადავდივართ გენგეგმის მიღების დასკვნით ეტაპზე და ამ პროცესში უკვე გადაწყვეტილება არის სწორი.

ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო ამას უახლოეს მომავალში დაუჭერს მხარს. ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით მარტის პირველ ნახევარში, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად გვექნება გენ გემის პროექტის განხილვა, შესაბამისად საბოლოოდ მარტის პირველ ნახევარში ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი უნდა იყოს მიღებული გენერალური გეგმის სახით, ასევე იმ განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები, რომელშიც მთავარი ცვლილება გახლავთ ის, რომ აიკრძალება k-2 კოეფიციენტის გადაჭარბება. რა თქმა უნდა მოხდება ამ ორის ერთდროულად დამტკიცება, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისი მერია ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს წარუდგენს დოკუმენტს, რომ ცვლილებები განაშენიანების რეგულირების წესში შევიდეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...