გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ფინეთის ქალაქ ვანტააში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 60-66 კგ წონითი კატეგორიების ვაჟები ასპარეზობდნენ

66 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა გიორგი თუთაშვილმა. მან მერვედფინალში ლატვიელ არტიომს გალაკრტიონოვსს, მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ივო ვერჰორშტერს, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ალიევს, სამივეს იპონით სძლია და ფინალში მოლდოველ ადილ ოსმანოვის, რომელმაც მერვედფინალში ლუკა კაპანაძე დაამარცხა, პირისპირ წარსდგა.

ოქროს დროის მეორე წუთის მიწურულს გიორგი თუთაშვილმა იპონზე დასცა მეტოქე და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...