გიორგი თევდორაძე: მნიშვნელოვანია საპარლამენტო ფორმატში განხორციელდეს ის ძირეული ცვლილებები, რაც 5 პუნქტიან შეთანხმებაში წერია

 ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი თევდორაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„ქართველი ხალხის დაკვეთაა იმ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად მოძებნოს გამოსავალი. ამიტომ ვფიქრობ, ახლა არის დრო ორივე მხარემ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ იმიტომ მოაწერა დოკუმენტს ხელი და შედის პარლამენტში, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვას ის აუცილებელი სათქმელი, რაც ხალხის რეალურ პრობლემებს ეხება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების თანამონაწილეობით შექმნილი დოკუმენტი ეს არის ოცნების დასასრულის დასაწყისი. ახლა მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ფორმატში განხორციელდეს ის ძირეული ცვლილებები, რაც 5 პუნქტიან შეთანხმებაში წერია“, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

კომენტარები
იტვირთება...