გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე” გადაცემას “გიორგი თარგამაძის ფორმულა” წაიყვანს

ყოფილი ჟურნალისტი, გადაცემა “დროებას” ხელმძღვანელი ბადრი პატარკაციშვილის დროს, ტელეკომპანია” იმედზე”, გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს. ინფორმაციას “აიპრესს” თავად თარგამაძე უდასტურებს.

გიორგი თარგამაძე ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც “გიორგი თარგამაძის ფორმულა” იქნება. ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

“დღეს ვიწყებთ თანამშრომლობას ფორმულასთან, პირველი გადაცემა გავა დღეს, ჟურნალისტიკაში ვბრუნდები, ჩემი პროდაქშენ სტუდიო ამოქმდდა, რომელიც თანამშრომლობს ფორმულასთან….დღეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, გადავწყვიტე ფორმულას ხელმძღვანელობასთან, ყოველდღიური პოლიტკური ანალიტიკური თოქ-შოუ შესულიყო ეთერში. ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათზე ვიქნები წამყვანად” – განუცხადა გიორგი თარგამაძემ “აიპრესს”.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტში შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. ამის  შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად