გიორგი ჭირაქაძე: “საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით, პოზიტიური ძვრებია”

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ფინანსთა მინისტრთან. თვითონ საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით, საკმაოდ პოზიტიური ძვრებია და ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას პრობლემებთან დაკავშირებით", – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ აქტუალური პრობლემა უნდა დაინახოს და სწორი რეაგირება მოახდინოს.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ფინანსთა მინისტრთან. თვითონ საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით, საკმაოდ პოზიტიური ძვრებია და ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას პრობლემებთან დაკავშირებით. მე არ შემიძლია ახლა საზოგადოებაში ვთქვა, თუ ზუსტად რაზეა საუბარი, პრობლემები არის, ყოველთვის იყო და იქნება კიდეც მომავალში.

ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია,რომ სწორი რეაგირება მოხდეს ხელისუფლების მხრიდან და დაინახონ ეს აქტუალური პრობლემები. მე შემიძლია თამამად ვთქვა,რომ ეს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან ძალიან აქტიურია, კარგად მიმდინარეობს.

შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი თემა,ჩვენ ვაცხადებდით და დღესაც ვაცხადებთ, რომ ჯერ არ არის დრო, ბიზნესის საწინააღმდეგო კანონები იქნეს მიღებული. ქვეყანაში არის დრო, რომ განვითარდეთ, გასაგებია, რომ წლევანდელი წელი არ იყო განსაკუთრებით კარგი და სახარბიელო, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, რომ ვინმესთვის დაბრალება არ შეიძლება, ასე არავიზე არაა კონკრეტულად, ხელისუფლების ბრალია, თუ ბიზნესის, თუ პარლამენტის, ეს არაა მთავარი, მთავარია რომ ყველაფერი გაკეთდეს და შედგეს მაქსიმალური თანამშრაომლობა ამ პრობლემის დასაძლევად.

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ პრობლემები რაც დღეს ეკონომიკაში საქართველოში არის, ჩვენ ამას ყოველთვის ვაბრალებთ, ჩვენ ხელისუფლებას, რასაკლვირველია, იოლია დააბრალო ხელისუფლებას, ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს", – გიორგი ჭირაქაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად