გიორგი ჭირაქაძე: “როდესაც კურსი მერყევია, ყველა თავს იკავებს საინვესტიციო ქმედებებისგან”

“როდესაც კურსი ძალიან მერყევია, ბიზნესისთვის ძალიან რთულია სწორი პროგნოზირების გაკეთება,თუ რა მოხდება ხვალ,ამიტომ ყველა თავს იკავებს,როგორც საინვესტიციო,ასევე რეალური ქმედებისგან”, – ამის შესახებ განცხადება ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა. ჭირაქაძის თქმით, სტაბილური მუშაობის გაგრძელებისთვის კურსის მერყეობის შეჩერება აუცილებელია.

“რეალურად ლარის გაუფასურება და განსაკუთრებით ეს შოკური გაუფასურება საკმაოდ პრობლემური იყო, როგორც ბიზნესისთვის,ასევე საზოგადოებისათვის,ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდეს, ჩვენ ვხედავთ უკვე,რომ რაღაც,ცოტა სტაბილიზაცია ხდება,მართალია ეს ის კურსი არ არის,რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა,ჩვენ ნამდვილად უფრო დაბალი კურსი გვინდა,მაგრამ მიუხედავად ამისა,სტაბილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ეკონომიკამ შეძლოს ფუნქციონირება და შეძლოს სტაბილური მუშაობის გაგრძელება.

როდესაც კურსი ძალიან მერყევია, ბიზნესისთვის ძალიან რთულია სწორი პროგნოზირების გაკეთება,თუ რა მოხდება ხვალ, ამიტომ ყველა თავს იკავებს, როგორც საინვესტიციო,ასევე რეალური ქმედებისგან. ჩვენ გვინდა ადავინახოთ, რომ ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შენარჩუინდეს ქვეყანაში სტაბილურობა.

ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ჩვენ შეხვედრა გვქონდა და ისინი დაგვპირდნენ,რომ ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის. პირველ ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავთ. ჩვენ ვიცით რომ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში ის ელოდება კურსის გამყარებას, პირადად მეც ველოდები,რომ შემოდინებები ზაფხულის განმავლობაში გაცილებით მეტი იქნება და საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის,რომ ჩვენ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ და გავაგრძელოთ ყველამ ჩვენი საქმე. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”, – გიორგი ჭირაქაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად