გიორგი სულაშვილი: მე ვარ დაზარალებული და ამას დადასტურება არ სჭირდება, ფაქტი სახეზეა

“მე არ შევჩერდები, მე არ გავჩერდები ამაზე, რადგან მე ვარ დაზარალებული და ამას არც დადასტურება სჭირდება, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა”,-ამის შესახებ, 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ გიორგი სულაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

“სახელმწიფოს, რომელშიც დაიბადე, ცხოვრობ, რაღაცას აკეთებ, შენი ერთი თვალი საერთოდ არაფრად ანაღვლებს და არც გვთვლიან საერთოდ არაფრად. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ ვიღაც წარმატებული ბიზნესმენის შვილი, ოლიგარქის შვილი ან ვიღაც პარლამენტარის შვილი და ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს პროცესი გაიწელოს და შედეგი ის არ მივიღოთ რაც უნდა მივიღოთ და ხმას არავინ ამოიღებს.

მაგრამ მე არ შევჩერდები, მე არ გავჩერდები ამაზე, რადგან მე ვარ დაზარალებული და ამას არც დადასტურება სჭირდება, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა. ალბათ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აქციაზე ამოთხრილი თვალებით მივედი. ან იქ წავიქეცი და იმიტომ ჩამემტვრა სახის ძვლები”- ამბობს სულაშვილი

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულებს, მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს, 11 ნოემბერს, მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად