გიორგი სიგუა ვარშავის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

“ჯემ ფესტი”-ს დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში შეხვდა და აეროპორტში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

GEM Fest-ის დამფუძნებელი  ერთი წლის წინ აცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ფესტივალის ჩასატარებლად ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში იჯარით მიწას არ მისცემდა, ფესტივალს რუსეთის  მიერ ოკუპირებულ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებდა.

გიორგი სიგუა ასევე აცხადებდა, ვინ ვის დაასამარებს, ვნახავთ, მთავრობას ენგურის ცივ წყალს შევთავაზებთ!

საქართვლოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი სიგუა  მისი მხარდამჭერი გახდა.

“გიორგი სიგუა ერთ დროს იყო ჩემდამი კრიტიკულად განწყობილი ოპონენტი.თუმცა, ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნდა ყოველთვის. ამიტომ, მისი მხრიდან ახლა ჩემი მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო”, – წერდა სააკაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად