გიორგი სიგუა: მწუხარებას გამოვთქვამ 22 წლის გოგონას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს

"მინდა მწუხარება გამოვთქვა 22 წლის გოგონას გარდაცვალებსთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს" –  GEM FEST- ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, გუშინ, 22 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობლებს მომხდარ ტრაგედიას უსამძიმრებს

ცნობისთვის, გარდაცვლილი 22 წლის ნათია თ-ძეა, რომელიც „თიბისი ბანკის“ თანამშრომელი იყო. ის მეგობრებთან ერთად, ანაკლიაში, GEM FEST-ზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ახალგაზრდა გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ, 4 აგვისტოს, გამთენიისას მოათავსეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში შესვლიდან 8 საათის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც უწყებაში განმარტავენ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად