გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ესტონეთში დასასრულს უახლოვდება ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობა მოჭიდავეთა შორის.

დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 67 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი შოთაძე სომეხ შანტ ხაჩატრიანს ხვდებოდა.

გიორგი შოთაძე, რომელმაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ბრწყინვალედ იჭიდავა, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, დაამარცხა მეტოქე და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალს დაეუფლა.

გიორგი შოთაზე ერთადერთია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

სულ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ოქროს და სამი ვერცხლის (თავისუფალი სტილი, 79კგ, ბაგრატ გაგნიძე, ბერძნულ-რომაული სტილი, 63კგ, ლერი აბულაძე, ბერძნულ-რომაული სტილი, 87 კგ, გიორგი ქაცანაშვილი) მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მე-9 ადგილზე გავიდა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფებიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...