გიორგი შენგელიამ მრავალშვილიან ოჯახს სახლის მშენებლობა პირადად მიულოცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან ერთად, ჩუხუების 8 სულიან ოჯახს, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა პირადად მიულოცა.
„ვულოცავ ჩუხუებისა და იმ 27 ოჯახს, რომლებსაც წელს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდებათ. ამ ოჯახებს წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება, ახალი წლიდან კი ახალ სახლში შეხვდებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახს ჰქონდეს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, პროგრამის მიხედვით კი ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 27 ოჯახში, 50 პროცენტზე მეტი ბავშვია“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
27 საცხოვრებელი სახლი სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
კომისის შემადგენლობაში, როგორც მერიის, ასევე საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
წელს ახალ საცხოვრებელ სახლს 144 ბენეფიციარი მიიღებს და აქედან კი 67 მცირეწლოვანია.
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სექტემბრის თვეში დაიწყება და 27 ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე სულ 91 საცხოვრებელი სახლი აშენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად