გიორგი შენგელია: ზუგდიდში არ იარსებებს ქუჩა, სადაც გზის პრობლემა იქნება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი (გეგა) შენგელია კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, ის ამჯერად ენგურის უბანში (კომბინატის დასახლება) ამომრჩეველს შეხვდა იმ პროექტებზე ესაუბრა რისი განხორციელებაც ამ უბანში მოხდება.

“ამ დასახლებაში მოხდება თამარ მეფის, ჩიქობავას და ჯანაშიას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. წელს ხელახლა აშენდება 10 ცენტრალური ქუჩა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 100-ზე მეტ ქუჩას. ამასთან სოფლებში 16 გაზის რებილიტაცია მოხდება. წყლის და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ქუჩები ფაქტიურად გაუვალია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულია და ჩემი მერობის ვადის ამოწურვამდე ზუგდიდში არ იარსებებს ქუჩა, სადაც გზის პრობლემა გვექნება. ამ დასახლებაში უახლოეს დღეებში იწყება შიდა ეზოების და საბავშვო მოედნის მოწყობა“ – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან უმეტესი ნაწილი 36 მილიონი ლარი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას ხმარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...