გიორგი შენგელია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერმა ქარმა კორპუსის სახურავი დააზიანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებითი გადახურვის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში დაზიანებული კორპუსების მთლიანად გადახურვა მოხდება.

ზუგდიდის მერის განცხადებით, დაზარალებულ მოქალაქეებს მერია დაეხმარება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ზუგდიდში წუხელვე ჩატარდა, მოგლეჯილი ხეებისგან ჩახერგილი გზების გათავისუფლება დროულად მოხდა.
ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე კი ,,ენერო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და დღის ბოლომდე ყველა გათიშულ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად