გიორგი შენგელია: მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარების პროცესის გაგრძელებას, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მეუღლესთან ერთად საკუთარი არჩევანი N 28-ე საარჩევნო უბანში გააკეთა.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მან ხმა მისცა საქართველოს განვითარების პროცესის გაგრძელებას და შვილების უკეთეს მომავალს.

“მე ხმა მივეცი საქართველოს განვითრების პროცესის გაგრძელებას, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს და იმ მასშტაბური თუ ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების გაგრძელებას, რომლებიც დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ვარწმუნებ ყველას, რომ საარჩევნო უბნებზე ჯანდაცვის სამინისტოს ყველა რეკომენდაცია მკაცრად კონტროლდება და ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მიმდინარეობს”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად