გიორგი შენგელია: დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე აქტიურად ვმუშაობთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ერთწლიანი ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინებს მიიღებს 360 დევნილი ოჯახი, წლის ბოლომდე კი დასრულდება 600 ბინის მშენებლობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2019 წლის 1 ივნისიდან დღემდე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიებების ფარგლებში, 203 დევნილი ოჯახისთვის მოხდა საცხოვრებელი ფართის შესყიდვა.

რაც შეეხება ეკომიგრანტებს, 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 12 ივნისამდე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლი შეუძინა 5 ეკომიგრანტ ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად