გიორგი შენგელია ამბულატორიების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აქტიურად მიმდინარეობს ამბულატორიების მშენებელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალაბასთუმანში, ხურჩაში, ყულიშკარში, კახათსა და ინგირში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხუთი ახალი ამბულატორია შენდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 500 000 ლარი გამოყო. ამასთან, მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცაიშის, ჩხორიასა და აბასთუმანის ამბულატორიებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად