გიორგი შენგელია: ახალგაზრდული იდეების გაზიარება უმნიშვნელოვანესია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის“ მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგს ნანა კიკალიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალგაზრდული მიმართულებით ქალაქის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

“ახალგაზრდების როლი მუნიციპალიტეტის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია, ჩემი ძირითადი პრიორიტეტიც ახალგაზრდული საკითხების განვითარება და მათი იდეების გაზიარებაა“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მერმა ახალგაზრდებს ის პროექტები და პროგრამები გააცნო, რასაც მერია ახალგაზრდული კუთხით ახორციელებს, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.

ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები.

აშენდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკაც.
„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

პროგრამაში მონაწილეობს 24 მოსწავლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემებიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად