გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული პირის ადვოკატი: ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება

დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული პირის ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი მისი დაცვის ქვეში მყოფის ჩვენების დეტალებზე გადაცემა “რეაქციაში” საუბრობს და ტრაგედიის ღამეს იხსენებს.

“გიორგი შაქარაშვილი გარბოდა პირველი, მერე გარბოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მერე მოსდევდა ამირხანაშვილი. ანუ, როდესაც მათ გადაკვეთეს ხიდი, გადაკვეთეს ხიდის მოპირდაპირე მხარე და გადავიდნენ მეორე მხარეზე, სადაც კი ჩასახვევი ნახა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იქვე ჩაკვეთა და გიორგი გარბოდა წინ და არ ვიცით, საით წავიდა. შემდეგ გავიგეთ, რომ იმ მხარეს წასულა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იქვე ჩაჭრა, ანუ ციცაბო დაღმართზე ჩავიდა. დღე რომ ყოფილიყო იქ ვერ ჩავიდოდა. მე რომ დავინახე შემეშინდა. თქვა, რომ ჩასრიალდა, ბოთლები იყო და ესეც დაეხმარა, თან ბალახებს და ბუჩქებს მოვეჭიდე და ბუჩქებში დავიმალეო. დღესაც ძალიან აღელვებულია ეს ბავშვი და სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. როდესაც დაზარალებულად სცნეს, ისე იხედებოდა კიდევ ვინმე ხომ არ მომდევსო”, – ამბობს ქასრაშვილი.

ადვოკატი პოლიციის მომქედებასაც აკრიტიკებს და ამბობს:

“პოლიციას უნდა დაეფიქისრებინა, რა მოხდა, რატომ გამოიძახეს და რა გახდა მიზეზი იქ მისვლისა. რატომ არ მოხდა ეს, ჩემთვის უცნობია. საერთოდ პოლიცია ვალდებულია დააფიქსიროს ის, რისთვისაც გამოიძახეს. მანქანაში რომ ჩაისვეს და წაიყვანეს არ არ არის პოლიციის მოქმედება, ეს არის უბრალო მოქალაქის მოქმედება და არა პოლიციის მოქმედება. პოლიციამ ეს უნდა გამოიკვლიოს. მით უმეტეს, როდესაც დაბნეული ახალგაზრდა ბიჭი, 19 წლის ბიჭი როდესაც იძახებს პოლიციას და არის შეშინებული. მისი თვალები რასაც მეტყველებდნენ, ეს პოლიციას ძალიან კარგად უნდა შეეგრძნო და უნდა გაეკეთებინა თავისი გასაკეთებელი და შესაძლებელია დღეს ეს შედეგიც არ დამდგარიყო”, – აღნიშნა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად