გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია გახდება ცნობილი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია 16 საათზე გახდება ცნობილი.

ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

5 ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კონკრეტულად, ბრალი დაუმძიმდა “ტოიოტა ქემრის” მგზავრებს ვახო ჩიქოვანს, აკაკი ქვრივიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს. 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად