გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ -ს მამა 3 წლიან ფსიქიატრიულ მკურნალობას გაივლის

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ზ.ხ-ს მამის მიმართ სასამართლოს განაჩენი ცნობილია. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზამ ბრალდებული მამაკაცი შეურაცხადად ცნო, მოსამართლემ მას 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა.

ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ზ.ხ-ს მამა 11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...