გიორგი შაქარაშვილის განზრაზ მკველობის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან , მცხეთის რაიონული სასამართლო 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და თერთმეტივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებიდან  სახელმწიფო ბრალდება ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას ედავება, ნაწილს კი ძალადობას.

თუმცა, დაკავებულთა ნაწილს ჯერჯერობით დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობაზე ბრალი ოფიციალურად არ წარდგენიათ.

დაკავებული 17 პირიდან, 6 არასრულწლოვანია, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო    თუმცა,  საქართველოს პროკურატურის მიერ სამედიცინო დასკვნას გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.   მანამდე კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გაავრცელა

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა   ასევე,   გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად