გიორგი რურუა: წინ გვაქვს დიდი გამარჯვებები!

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში Facebook სტატუსს აქცეყნებს:

“მეგობრებო დავბუნდი,მადლობას გიხდით მხარში დგომისათვის.
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ !
წინ გვაქვს დიდი გამარჯვებები!” -წერს გიორგი რურუა.

27 აპრილს, საქართველოს პრეზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს “მთავარ არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი (ჟორიკა) რურუა შეიწყალა. გიორგი რურუამ გლდანის N8 ციხე უკვე დატოვა.

2020 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა ბრალდებული გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, შსს-მ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე, გიორგი რურუს წინააღმდეგ დავა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლითაც მიმიდინარებსა, რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა რეგისტრირებული არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...