გიორგი რურუა: შიო მუჯირის ქადაგება” არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში

ერთადერთი ლოცვა რომელიც იესომ მოწაფეებს ასწავლა,არის მამაო ჩვენო.სახარებაში ასე წერია, მათესთანაც, მგონი ლუკასთანაც.
ლოცვაში არის შემდეგი წინდადება-და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მუჯირ შიოს ეს კარგად ესმის,და ვფიქრობ ყველა ადამიანიც მარტივად გაიგებს,ზუსტად ისე, როგორც იესოს სწავლებაა. – ამის შესახე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე

“ღმერთს შეევედრეთო,რომ მოგიტევოსო და შენც მიუტევეო,რომ განსაცდელში არ ჩავარდეო.
ინკვიზიტორებიც ქრისტეს სახელით მოქმედებდნენ.
დღევანდელი “ქადაგება” შიო მუჯირის არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში.ამას ვეღარ წაშლის ვერაფერი,სამწუხაროდ.
მივუტევოთ შიოს,რუსეთის წისქვილზე წყლის დამსხმელ კაცს.” -წერს გიორგი რურუა “ფეისბუქში”.

 

ცნობისთვის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა:

“ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში – ჩვენ უნდა ვისწავლოთ,რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე.”

მეუფე შიოს თქმით, დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. მიტროპოლიტის თქმით, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, ასეთი რამ სახარებაში არ წერია გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება.

“თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”.

 

კომენტარები
იტვირთება...