გიორგი რურუა: შემიძლია პროკურორს ბოტასები ვაჩუქო

გიორგი რურუა: მე პრინციპების კაცი ვარ! გავაგრძელებ ბრძოლას, იქიდან სადაც ვარ! – ამის შესახებ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი საქმის პროკურორს, ვასილ სამხარაძეს ბოტასები აჩუქა.

“მე თავს ცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მხრიდან. კონკრეტულად კი პოლიციის.. მე პრინციპების კაცი ვარ. აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, იქიდან სადაც ვარ! ამ პროკურორს კი შემიძლია ბოტასები ვაჩუქო, სიმბოლურად” – განაცხადა გიორგი რურუამ სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისღვის ბრალდებულ გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეფარდების საქმეს განიხილავს. საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში ქონდა მოყვანილი. მისივე თქმით, გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო. პროკურატურა რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის შეფარდება ითხოვს. ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა არ გაითვალისწინოს პროკურატურის შუამდგომლობა. თავად ბრალდებულმა გიორგი რურუამ საქმის განხილვის დროს განაცხადა: “ბიზნესმენი ვარ და სოფლის მეურნეობის ვარ დაკავებული. ასევე, ვარ “მთავარი არხის” მეწილე. როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე მე არ მინახავს ეს იარაღი… ჩხრეკა არ მომხდარა. სამმართველოში რომ მივედი, იქ მითხრეს ეს ამოვიღოთ. 11-12 საათამდე დამაკავეს და 13:00 საათამდე ადვოკატთა დარეკვის უფლება არ მომცეს. ჩხრეკა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩაატარეს.” განაცხადა გიორგი რურუამ. რურუას ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, იურისტი ნიკა გვარამია იცავს.

მოსამართლემ გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად