გიორგი რურუა: ნიკა მელია, გელოდებით

“დიდი მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ბატონ კარლ ჰარცელს.
ასეთი სახის უპრეცენდენტო დახმარება არ მახსენდება.”

ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.

უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როდესაც საბჭოთა კავშირის ლაგერებიდნ 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, შეთანხმების შემდეგ.🇺🇸
დიდი მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში,ბატონ კარლ ჰარცელს.
ასეთი სახის უპრეცენდენტო დახმარება არ მახსენდება.🇪🇺
ნიკა მელია,გელოდებით 🇬🇪”,  – წერს გიორგი რურუა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

 

კომენტარები
იტვირთება...