გიორგი რურუა მოსამართლეს: როგორც თქვენ არ გინახავთ ეს იარაღი, ისე არ მინახავს მეც

ბიზნესმენი ვარ და სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული, ჩხრეკა არ მომხდარა,-ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებულმა გიორგი (ჟორიკა) რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების ღონისძიების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

“ბიზნესმენი ვარ და სოფლის მეურნეობის ვარ დაკავებული. ასევე, ვარ “მთავარი არხის” მეწილე. როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე მე არ მინახავს… ჩხრეკა არ მომხდარა. 11-12 საათამდე დამაკავეს და 13:00 საათამდე ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მომცეს. ჩხრეკა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩაატარეს”,- განაცხადა გიორგი რურუამ.

ცნობითვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომან ხორავამ, გიორგი (ჟორიკა) რურუას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმის განხილვა დაიწყო.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი (ჟორიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომან ხორავამ, გიორგი (ჟორჟიკა) რურუას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმის განხილვა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად