გიორგი როყვა: არც გატაცებას და ბეგი სიორიძის მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

ამ წუთებში გურიის შს სამმართველოში დასრულდა გიორგი როყვას დაკითხვის პროცესი, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

"ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა წასვლამ. ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გატაცებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, არანაირი ადგილი არ ჰქონია. ბატონი ბეგლარის მიმართ იყო გავრცელებული ეს განცხადებები… არანაირი ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან" – აცხადებს გიორგი როყვა. 

"ზეწოლაზეც იყო საუბარი და გატაცებაზეც, არანაირი ადგილი არ ჰქონია.

შველა არავისგან და არაფრისგან არ მჭირდებოდა იმიტომ. ზოგადად დავადასტურებ, რომ ვიყრიდი კენჭს 21-ში არჩევნებზე "ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატად. აქედან გამომდინარე, არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი მე არ ვარ" – განაცხადა პოლიციაში დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი როყვამ. 

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშანიძე და მისი შტაბი ორი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ გიორგი როყვა გაუჩინარდა და გაუჩინარებაში ბრალს ოზურგეთის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძეს სდებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად