გიორგი რომანაძე სოციალურად დაუცველებს დაეხმარა

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში – გიორგი რომანაძემ, კომპანია „მარკოსა“ და „ჯითი ფარმას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა.

„ ერთმანეთის თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დღეს, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსისგან გადარჩენისთვის იბრძვის, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია“, – განაცხადა გიორგი რომანაძემ.
საკანონმდებლო ორგანოს წევრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ოჯახებს საჩუქრად პროდუქტები და მედიკამენტები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად